(54, 6 ფსალმ.)
ძრწოლა არს ყო(ვ)ელთა შეძრწუნებულთა მიერ თრთოლაჲ; ხოლო
თრთოლა – ანუ სენისა ანუ სიბერითა ძრწოდეს;
კანკალი არს მშიშარისა მიერ ძრწოლა;
ძაგძაგი – სიცივისაგან ძრწოლაჲ;
კრკოლა – მოგონებული და ცუდი ძრწოლა;
თახთახი – ხის ჴიდისა და ცუდის სართულის ქანება; ხოლო
რყევა – მიწის ძრვა; ხოლო
ქანება – ხის რტოთა და დაკიდებულთა რამეთა მიდ–მოდენა ZA.
ძრძოლა არს ყოველთა შეძრწუნებულთა მიერ თრთოლაჲ; არამედ თრთოლაჲ არს ანუ სიბერით, ანუ სენისა მიერ ძრწოდეს; კანკალი არს მშიშრეულისა მიერ ძრწოლა; ძაგძაგი – სიცივისა მიერი ძრწოლა; კრკოლა – მოგონებული და ცუდი ძრწოლა; თახთახი – ხის ჴიდთა და ცუდთა სართულთა ქანება; ხოლო რყევა – მიწათა ძრვა B. შიშით კანკალი CD.