(წართქუმა Cb) უკუთქმასთან ნახე ZAB.
სათანადო არს ცნობად, ვითარმედ წართქმაჲცა და უკუთქმაჲ უკანთქმად იწოდებიან. წართქმაჲ ვიდრემე არს დამნიშვნელი ამისი, თუ ვითარია იგი ვინმე, ვითარ–იგი ვითარმედ: სოკრატი ბრძენ არს, სოკრატი იარების; ხოლო უკუთქმაჲ – ცხადმყოფელი ამისი, თუ რაჲ არა არს იგი ვინმე, ვითარმედ სოკრატი არა ბრძენ არს, სოკრატი არა იარების. ესრეთვე ყოველივე რაიცა, რამეთუ ვინათგან ყოველივე წართქმა წინა–აღუდგების უკუთქმასა და ყოველივე უკუთქმა – წართქმასა Cab. სათანადო არს ცნობად, ვითარმედ წართქმაჲცა და უკუთქმაჲ უკანა–თქმად იწოდებიან. წართქმაჲ ვიდრემე არს დამნიშვნელი ამისი, თუ რაჲ არს ვისიმე, ესე იგი არს, თუ რაჲ არს იგი ვინმე, ვითარ–იგი ვითარმედ: სოკრატი ბრძენ არს, სოკრატი იარების; ხოლო უკუთქმაჲ ცხადმყოფელი ამისი, თუ რაჲ არა არს ვისიმე, ესე იგი არს თუ რაჲ არა არს იგი ვინმე, ვითარმედ: ესე ვინმე არა ბრძენ არს, ესე ვინმე არა იარების. ხოლო ვინაჲდგან ყოველსა წართქმასა წინააღუდგების უკუთქმაჲ და ყოველსა უკუთქმასა – წართქმაჲ. უკუთქმაჲ წინააღმდგომი წართქმისაჲ და წართქმა წინააღმდგომ უკუთქმისაჲ, წინა–განსიტყვად სახელ–იდების, ხოლო ჯერ–არს ცნობაჲ, ვითარმედ საჭირო არს, რათა ერთი ტყუოდის და ერთი ჭეშმარიტებდეს1 CqD.