* - <
[ {
Ֆ
წ< წა წბ წდ წე წვ წთ წი წკ წლ წმ წნ წო წრ წუ წყ წჳ
წებ წედ წევ წელ წენ წერ წეს წეფ წეღ წეწ

წერილი

(+ 26, 54 მათე ZAa) წერილი ეწოდების ყო(ვ)ელსა კალამთაგან აღწერილსა, გინა ბეჭდის(ა) ტვიფართა. ხოლო საღმრთო წერილი არს ძველის შჯულის მატიანე და ახალი აღთქმა; ხოლო წმიდათ წერილი არს მათი თარგმანი და ღ´თისმეტყველებანი და წმიდათა ჰამბავნი; გარეშე წერილ(ნ)ი არიან მსოფლიონი ჰამბავნი, ლექსნი და იგავნი (იგავიანი Ab) რამენი და მისთანანი; ხოლო ზღაპრობანი – საწარმართონი, საცრუო მოგონებულნი და ტყუ(ვ)ილნი შემჭევრებულნი; წიგნი ეწოდების ერთსა წერილთაგანსა მრთელსა, ვისიც(ა) იყოს; ხოლო მინაწერსა მოკითხვათა და სასაქმოთა – უსტარი; უდარესისაგან უაღრესის მინაწერსა – იერლაყი (პიტაკი Ab); (+ მეფისაგან ჴელქვეშეთა მინაწერსა – იერლაყი Ab) მეფეთაგან მეფესთან მინაწერთა – პატრუცაგი; მეფეთაგან მინიჭებისა წერილსა – სიგელი; აგარაკთა და სოფლებისა დამტკიცებისა წერილსა – გუჯარი; მეფეთაგან ბრძანება–შეუცვალებელსა წერილი – რუარტაგი (როარტაგი A); ვალის აღების ჴელით–წერილსა და მისთანათა – მუჰარაკი (მოჰარაკი Z); მცირესა ნაწერსა – ავთრათი, ვიეთნი ბარათსა უჴმობენ; სამეფოთა მოსაჴსენებელსა – მატიანე; წარსაგებელთა აღწერილთა – დივანი; გრძლად გარდაბმულთა წერილთა – ტომარი; განსაგებელთა წერილთა – (+ კომონიტორი და ZAa) განაჩენი; განყრისა და განშორებისა წერილთა – განსაშორებელი; სამოწმო წერილსა – სვისტატიკოსი, რომელსა თურქნი გუამანსარს (გუამაზარს Z) უწოდენ; ხოლო რუარტაგთა (როარტაგთა A) და სხვათა უსტართა სახესა გარდანაწერთა – პაჭენისი (პატენისი AB), რომელსა სპარსნი სავადსა უჴმობენ; ღ´თისა, გინა მეფეთა ბრძანებასა – ენდალმა ეწოდების და წიგნაკი – ცუდსა წიგნსა [+ ლივიელლიოსი; სიმტკიცის(ა) ქარტასა – კათიღორია (კატისიოსი Aa) ZAa] ZA.

წერილი ეწოდების ყოველსა კალამთაგან აღწერილსა, ხოლო სა′ღთო წერილი არს ძველის შჯულის მატიანე და ახალი ახთქმა; ხოლო წმიდათ წერილი არს მათი თარგმანი და ღ′თისმეტყველთა თქმულნი და წმიდათა ჰამბავნი; ხოლო გარეშე წერილი არიან მსოფლიო ჰამბავნი, ლექსნი და იგავედნი რამენი და მისთანანი; ხოლო ზღაპრობანი – საწარმართო, საცრუო მოგონებულნი ტყუვილნი შემჭევრებულნი; წიგნი ეწოდების ერთსა წერილთაგანსა, ვისიცა იყოს; ხოლო მინაწერთა მოკითხვათა და სასაქმოთა – უსტარი. უდარესისაგან უაღრესისა მინაწერსა – პიტაკი; მეფისაგან ჴელქვეშეთა მინაწერთა – იერლაყი; მეფეთაგან მეფესთან მინაწერსა – პატრუცაგი: მეფეთაგან მინიჭების წერილსა – სიგელი; აგარაკთა და სოფელთა დამტკიცების წერილსა – გუჯარი; მეფეთაგან ბრძანება–შეუცვლელს წერილს – ჰროარტაგი; ჴელით–წერილსა ვალისა და მისთანათასა – მუჰარაკი; მცირესა ნაწერსა – ავთრათი, ვიეთნი ბარათს უჴმობენ; სამეფოთა მოსაჴსენებელთა – მატიანე; წარსაგებელთა აღწერილთა – დივანი; გრძლად გარდაბმულთა წერილთა – ტომარი; განსაგებელთა წერილსა – განაჩენი; განყრისა და განშორების წერილს – განსაშორებელი; სამოწმო წერილსა – სვისტატიკოსი, რომელსა თურქნი გუამანსარს უწოდენ; ხოლო წიგნაკი – ცუდთა წიგნთა ვისასმე; ხოლო ჰროარტაგთა და სხვათა უსტართა სახესა გარდანაწერთა პაჭენისნი ეწოდების; ხოლო ენდალმა – წერილსა ბრძანებასა ღ′თისა, გინა მეფეთასა B. წერილნი (წერილი Cq) ეწოდებიან ყოველთა დაწერილთა კალამთა მიერ, რაიც ეავე იყოს, რომელთა განჰყოფენ ბრძენნი და იტყვიან: წერილნი სა′ღთონი, წერილნი წმიდათანი და წერილნი გარესენი: ხოლო სა′ღთო წერილი ეწოდების ძველისა და ახლის სჯულის (შჯულის Cq) წერილთა; ხოლო წმიდათ წერილნი – თარგმანთა მათთა და წმიდათა მღდელ(თ)–მოძღვართა და ღ′თისმეტყველთაგან თქმულთა და ცხო(ვ)რებასა და შესხმას(ა) წმიდათასა და საგალობელთა; ხოლო გარეშე წერილნი – მსოფლიოთა ჰამბავთა (+ და Cab) ლექსთა და ზღაპართა (ზღაპრობათა Cq) რათამე. ხოლო წიგნი ეწოდების ერთსა წიგნსა წერილთაგანსა, ვისიც(ა) ნათქვამი ანუ აღწერილი იყოს; ხოლო უკეთუ სხვასა (+ თანა Cq) მიუწერო რაიც(ა) რამე საქმე, გინა მოკითხვა, მას უსტარი ეწოდების (ეწოდებიან Ca): და მეფესა და მთავართა თანა მინაწერს(ა)– პიტაკი; მეფეთა მიერ შეწყალების(ა) წიგნსა – იერლაყი: (+ მეფეთაგან მეფესთან მინაწერსა – პატრუცი Cb); ხოლო მეფეთა მიერ მამულის დამტკიცების წიგნსა (დამტკიცებისასა Cq) - სიგელი; ეკლესიათა შეწირულობის(ა) სიგელსა – გუჯარი; მეფეთა ბრძანებათა (+ და Cab) შეუცვალებელსა და მოუშლელსა მინაწერთა (მინაწერსა Cq) – ჰროარტაგი; მეფეთა საბოძვრისა წიგნსა ფარმანად(აც) უჴმობენ (სახელ–სდებენ Cb), არამედ სხვათა ენათაგან არს (+ და Cab) მანშურიცა ეგრეთვე (ეგევითარივე Cq) არს; ანდერძისა წიგნსა – დიათიკე და ვიეთნი ანდერძნამაგს უწოდენ; ხოლო ჴელით–წერილთა (ჴელით–წერილსა Cq) მიცემულსა (მიცემულთა Cb) მუჰ(ა)რაკი ეწოდების; მცირესა მინაწერსა (მინაწერთა Cq) - ავთრათი; ვიეთნი ბარათსა სახელ–სდებენ; სამეფოთა მოსაჴსენებელთა სახლთა შინა ყოველთა აღწერილთა – მატიანე; ხოლო წარგებულთა ხარჯთა აღწერილთა – დივანი; და გრძლად გარდაბმულთა ქარტათა აღწერილთა – ტომარი [+ და განსაგებელსა წიგნსა მოჩივართასა – განაჩენი; ხოლო განყრისა და გა(ნ)ყოფისათვის დაწერილსა ჴელით–წერილსა – განსაშორებელი (+ სამოწმო წერილსა – სვისტატიკოსი, რომელსა თურქნი გუამანსარს უწოდენ; ხოლო წიგნაკი – ცუდთა წიგნთა ვისასმე; ჰროარტაგთა და სხვათა უსტართა სახესა გარდანაწერთა პაჭინისნი ეწოდების Cb) Cab] C. განუმარტავია D.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9