* - <
[ {
Ֆ
წ< წა წბ წდ წე წვ წთ წი წკ წლ წმ წნ წო წრ წუ წყ წჳ
წმა წმე წმი წმუ

წმიდა

L. სანთე B.
Turk. ველი AaB.
Arm. სურბ AaBCD.
(+ 2, 23 ლუკა ZAa) წმიდა მოასწავებს: დიდებულ იყავ, ქებულ იყავ და ამაღლებულ იყავ; წმიდა ითქმის მხოლოსა ღ~თსა ზედა და რომელნი ღ~თნ წმიდა–ყვნა მსახურნი და სათნო–მყოფელნი მისნი; და მღდელნი რა მიიღებენ ღ~თისა მიერ კურთხევასა წმიდა–ჰყოფენ პურსა, ღვინოსა, წყალსა, ზეთსა, კურთხევითა მით; ზეშთა წმიდა ითქმის წმიდისა სამებისა და ღ~თაებისათვის და წმიდასა ჴორცისა და სისხლისათვის ქრისტესისა და მარიამ ღ~თისმშობ(ე)ლისათვის, უფროსად წმიდა – ანგელოზთა და თავთა მოციქულთა; და (+ ხოლო Ab) წმიდა – ყო(ვ)ელთა წმიდათათვის და კურთხევით განწმედილთათვის, ოდესმე კაცთათვისცა და გულთათვის კაცთასა; ხოლო შეუმრღვეველთა ღვინოსა, წყალსა, ზეთსა და ეგევითართა არა ვიტყვით წმიდად, არამედ დაწმედილად და კამკამად და მორავაყუნად; ხოლო კაცთა მბანებელთა და სამოსელ–განრცხილთა და ჭურჭელთაცა განრცხილთა ვიტყვით სუფთად; გზათა და მიდამოთა განწმედასა (+ და A) დაფალვას ვიტყვით; ოქროთა და ილეკროთა ოფაზად, (ოფაზთა ZAa), ურიოშოდ, გამოცდილად ვიტყვით; ფქვილსა – ჴლარჩად; ხვარბალსა – რკვეულად და სხვათა ღნიოშთა – წარჴოცად ZA.

წმიდა მოასწავებს: დიდებულ იყავ, ქებულ იყავ, ამაღლებულ იყავ; წმიდა არარას ზედა ითქმის, გარნა მხოლოსა ღ~თსა ზედა და რომელნი ღ~თნ წმიდა–ყვნა მსახურნი მისნი და სათნო–მყოფელნი მისნი; გინა მღდელნი რა მიიღებენ ღ~თისა მიერ კურთხევასა, წმიდა–ჰყოფენ პურსა და ღვინოსა, გინა წყალსა, გინა ზეთსა მღვდელთაგან კურთხევა–მიღებულსა; ზეშთა წმიდა ითქმის ღ~თისათვის და ყოვლად წმიდა – ღ~თაებისათვისცა და წმიდისა ჴორცისა და სისხლისა ქრისტესისათვის, მარიამ ღმ~თისმშობლისათვის; უფროსად წმიდა – წმიდათა ანგელოზთა, წმიდა მოციქულთა; წმიდა – ყოველთა წმიდათა და კურთხევით განწმედილთათვის; ხოლო შეუმრღვეველთა ღვინოთა და წყალთა, ზეთთა და ეგევითართა არა ვიტყვით წმიდად, არამედ კამკამად და მორავაყუნად; ხოლო კაცთა მბანებელთა და მრცხელთა და ჭურჭელთა განრცხილთაცა, სახლთაცა ვიტყვით სუფთად და გზათა და მიდამოთა დაწმედასა დაფალვად ვიტყვით; ოქროთა და ილეკროთა სადმე ოფაზად, გინა ურიოშოდ და გამოცდილად ვიტყვით; ფქვილთა – ჴალარჩად; ხვარბალთა – რკვეულად და სხვათა ღნიოშთა – წარჴოცად B. წმიდა მოასწავებს: დიდებულ იყავ, ქებულ იყავ (+ და Caq) ამაღლებულ იყავ; წმიდა არა რასა ზედა ითქმის, გარნა მხოლოსა ღ~თსა ზედა (+ და CqD) რომელნი სათნო ეყვნენ (ეყვნნეს D) ღ~თსა და ადიდნა მან და წმიდა ყო წმიდანი თვისნი, გინა რომელთა მღ(ვ)დელ(ნ)ი მიიღებენ (მიიღებს CqD) ღ~თისა მიერ კურთხევასა და წმიდა ჰყოფს მას, რაჲც რა იყოს: პური, ღვინო, წყალი, ზეთი და ყოველივე კურთხეული (+ და Caq) მღ(ვ)დელისა მიერ (+ განწმედილი C); ხოლო სხვას(ა) შეუმრღვეველსა ღვინოსა (+ და Ca) ზეთსა, წყალსა და ეგევითარსა არა ვიტყვით წმიდად, არამედ კამკამეულად (კამკამად D); ხოლო (და CqD) კაცთა, რომელ(ნ)ი იბანებდეს (იბანდეს CbqD) ტანთა, ზედასა–ზედა თავთა (+ და D) ჴელთა და ფერჴთა ანუ უმწიკლოთა (უმწიკლოსა CqD) და განრცხილთა (განრცხილს Cq) სამოსელთა (სამოსელსა Cq) იცვემდეს (+ და D) ეგრეთვე ჭურჭელთა განრცხილთა ჰჴმარობდეს და ყოველსავე საჭმელთა და სასმელთა, გინა რასაცა ნივთთაგანისა განწმედილად (განწმედილთა D) ენებოს ჴმევა არცა მას ვიტყვით წმიდად, არამედ სუფთად; (+ და D) ჭურჭელთა და სახლთაცა სუფთად ვიტყვით, ხოლო გზათა (+ და C) მიდამოთა და ადგილთა არა ვიტყვით დაწმედად, არამედ დაფალვად; ხოლო ოქროთა და ვეცხლთა გა(ნ)ურყვნელთა ოფაზად ვიტყვით (+ გინა გამოცდილად Cab); ფქვილთა და ყოველთა წვლილთა – გერმაკად (ჯერმასად Cb); ხოლო (და Cq) ხვარბალთა და მისთანათა – რკვეულად; ხოლო (და Cq) სხვათა ღნიოშთა წარჴოცად ვიტყვით CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9