* - <
[ {
Ֆ
ხ< ხა ხდ ხე ხვ ხზ ხი ხლ ხმ ხნ ხო ხრ ხს ხუ ხშ ხჳ
ხუა ხუე ხუვ ხუთ ხუი ხულ ხუმ ხუნ ხურ ხუტ ხუფ ხუჩ ხუც ხუჭ ხუხ

ხუთნი ჴმანი

კათიღორიაში ჰპოო ZAB.

ხუთნი ჴმანი, რომელ არიან ფილასოფოსობის(ა) გზანი და სწავლის კლიტენი: ა) არსება, ბ) ნათესავი, გ) ვითარება, დ) რომელობა, ე) შემთხვევითი. ამათთვის კათიღორია იკითხე (+ და Cab) გასწავლის (გასწავებს CqD). სხვა ხუთნი ჴმანი, რომელთა იტყვიან ფილასოფოსნი: ნათესავი, სახე და ამათ საშუალ(ი) გა(ნ)ყოფილებაჲ, განთვისებული და შემთხვევითი. იმცენ განმარტება ხუთთა ჴმათანი2, ვითარმედ, ნათესავი სადამე არს დანიშვნითი ჴმაჲ მრავალთა და სახითა განყოფილთად რაარსობისა შორის შესმენილი; ხოლო განყოფილებაჲ დანიშნვითი (დანიშვნითი Cab) ჴმაჲ მრავლად და განყოფილთა სახითა, რომელ(ი) რაჲარსობის(ა) შორის(ი) შესმენილი; ხოლო სახე დანიშნვითი (დანიშვნითი Cab) ჴმაჲ მრავალთა და რიცხვით(ა) გა(ნ)ყოფილთად რაჲარსობისა შორის შესმენილი; ხოლო განთვისებული არს დანიშვნითი ჴმაჲ არსებითი ერთი სახისად შესმენილი; ხოლო შემთხვევითი არს ჴმაჲ დანიშვნითი მრავალთა და სახითა განყოფილთად, ვითარ ყოფისა შესმენილი CD3.

 
2შდრ. A-250, 95 r. 15; 129 v.

3ჩამოთვლილი ხუთი ცნებისათვის კიდეზეა ჩამოწერილი: ა~, ბ~, გ~, დ~, ე~. ხოლო განმარტების ბოლოს Cab-ში გამოყოფილად ავტორს დაურთავს შემდეგი შენიშვნა: "აწ ამისსა შემდგომად რომელნიცა ქართველნი სწავლისა საზომსა მიიწევიან, ვიცი, ჩემთვის იწყებენ გმობასა, რასათვის ესრეთ უწერიაო. აქა მრავალი აღვსწერე, რომელი ლექსიკონისა რიგი არა იყო, მაგრამ მაშინ ნეტამც თქვენ ყოფილიყავით, მეც ვეძიებდი ზედმიწევნულს კაცსა, არამედ ვერასადა ვპო(ვ)ე და უცებისა და უსწავლელისაგან ესოდენ იქმნა, და ვინც მართებულს აღსწერთ, ქართულს (ქართლს Cb) ის უჯობს".

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9