* - <
[ {
Ֆ
ჯ< ჯა ჯგ ჯდ ჯე ჯვ ჯი ჯლ ჯმ ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯად ჯავ ჯაზ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაღ ჯაშ ჯაჭ ჯაჯ ჯაჴ

ჯაჭჳ2

  1. Turk. გეიმ C.
    Arm. ზრიჰენ Ca, ზრჰენ Cb, ზჰრენ Cq.
    (4 მეფ. 11, 11) ჯაჭვი ეწოდების ყო(ვ)ელსა ილეკროსა ერთი–მეორეში გაყრილსა: აბჯართა, ჯავშანთა. გინა ჯაჭვთა შესაბორკილებელთა, გინა კარსნთა, გინა ცანდთა ძაღლისა და მისთანათა დასაბმელთა, გინა წვრილთა ძეწკვთა ილეკროსათა, გინა შიბთა თვალ–მარგალიტითა ასხმულთა ქალთ ყელსაკიდ(არ)სა ZA.

    (4 მეფ. 11, 11) ჯაჭვი ეწოდების ყოველსა რკინასა, გინა ილეკროსა ერთსა მეორეში გაყრილსა: აბჯართა, ჯავშანთა, გინა ჯაჭვთა შესაბორკილავთა, გინა კარსნთა, გინა ცანდთა, გინა ძაღლისა და რაისაც დასაბამთა ჯაჭვთა, გინა წვრილთა ძეწკვთა ილეკროთასა, გინა შიბთა თვალითა და მარგალიტითა ასხმულთა ყელსაკიდართა; ქვაბის საკიდარს ჯაჭვს – ცანდი B. ჯაჭვი, რომელ არს ჯაჭვედნი, განიყოფებიან ოთხად: აბჯრად, ჯაჭვად, კარსნად და ძეწკ(ვ)ად. აბჯარი არს (+ ჯაჭვი ტანს საცვამი Cab), რომელი ზემო(თ) ვაჴსენე; ხოლო ჯაჭვი ეწოდების კაცთა შესაკრავსა, ყელთა და ტანთა შესაბორკილებელთა; ხოლო კარსნი (+ არს Cab) რაიც რამე ერთიმეორეში გავლებულ(ი) იყოს, რკინა – რკინათა, ანუ რვალი (+ რვალთა C), ანუ ოქრო და ვეცხლი და ეგევითარნი; ხოლო ძეწკ(ვ)ი წოდებულ არს წვლილთა ჯაჭვთათვის, რომელთა ნივთთაგანისაც(ა) იყოს, ოქრო გინა რაჲც რავე წვრილი (წვლილი CqD) ყელ(თ) საკიდარი, ანუ მოსაბმელი (მოსაბმელად Cb, მოსაბამი D) რასამე ზედა; (+ შიბი ეწოდების ყელის ჯაჭვსა ჩამოსაკიდარსა ოქროთაგან, ხოლო ცანდი არს ქვაბთა საკიდარი ჯაჭვი ართა ზედა ცეცხლისათა Cb) CD.

     
    2ნუსხებშია: "ჯაჭვი".
  2. Turk. ჯინჯილ Cb, ზინჯილ Caq.
    ჯაჭვი ეწოდების ყოველსა რკინასა რკინათა (+ შინა Caq) განყრილთა, გინა ოქროსა, ვეცხლსა და ეგევითარსა (ეგევითართა Cq). ხოლო ჯაჭვი, რპმელ არს საჭურველი, რომელსა აბჯრად, ჯავშნად და თორნად სახელ–ედების, ამა აბჯართაგანნი არიან სხვადასხვა. ამისთვის აღვსწერე წიგნსა ამას შინა, რათა ყოველთა მოსწავლეთა მეცნიერებაჲ აქვნდეს. არიან აბჯარნი: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა და ჯაბალა: სამანქანი არს ჯაჭვი; თვალ–მგრგვალი და სამ–ფარეშოსანი (სამ–ფარეში Cq) და შიგნით ნიკარტოვანი, ლბილი და გარდაგრეხით ძნიად გასატეხელი: ზეიდალი არს მსგავსი სამანქნისა და თვითო ჯაჭვის–თვალი მრთელი და უფარეშო აქვს და თვითო რიგი ფარეშოვანი; ხოსრო(ვ)ანი არს მსგავსი ზეიდლისა და ქვეშე (ქვეშეთი Cq) პირი ღარად–ღაროვანი; ქირაფქა (ქირაბქა Cb) არს მობრტყე ჯაჭვის–თვალი ფარეშოვანი (ფარეშოსანი Cq) ლბილ–ბასრს საშუალი და უფრორე ბასრი (+ და C) გარდაგრეხით(ა) ადვილად გასატეხი; ჯაბალა არს მსგავსი ქირაფქისა ჯაჭვისთვალ–მგრგვალ(ი), რომელიმე ფარეშ–მგრგვალი, რომელიმე ეკალთა მსგავსი. ესე აბჯარნიცა (აბჯარებიცა Cq) სხვადასხვა იქმნებიან, არამედ ამავე მყოფობისანი, რომელიმე თვალ–გრძელ, რომელიმე ფარეშ–ჯვარედი. ხოლო აბჯართა სიკეთისა სისრულე ესე არს, რომლისაგანც იყოს გრძელი და ფართო იყოს და ჯაჭვის–თვალთა რაზმ(ნ)ი სირავარდად დაწყობილ იყოს, ფარეშნი შვენიერნი და ძნელად გასახსნელი იყოს, ნოტიობათა შინა გვიან(ად) დაგესლდეს. ყრილი არა აქვნდეს, კალთითგან (კალთისაგან Ca) უსხოობით (უსხოთ და უსხოობით Cq; უცხოობით Cb) შენადევნები იყოს, მკერდთა (+ და Cab) ბეჭთა და ღლიათა უზრქესი და მიყრილი იყოს, ქირაფქის თვალი ჴრმალსაებრ მზეველი იყოს და სამანქნისა მრავალ–საგრეხ(ელ)ი, რომელსაც(ა) ნიკარტი ჰქონდეს გვარიანად და რომელსაცა ღარნი მოჴდომილად,რომელსაცა ერთი–ორი აკლდეს სისრულეზე(და), ნუ დაიწუნებ, სრული გვიან(ად) იპოების C. ჯაჭვი ეწოდების ყოველსა რკინასა რკინათა შინა განყრილთა, გინა ოქროთა და ვეცხლსა ეგევითართა, ხოლო ჯაჭვი, რომელ არს საჭურველი, რომელსა აბჯრად, ჯავშნად და თორად სახელ–ედების. ესე აბჯარი განიყოფებიან სხვად და სხვად. ამისთვის აღვწერე წიგნსა ამას შინა, რათა ყოველთა მეცნიერება გაქვნდეს. არიან აბჯარნი: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვან–ქირაფქა და ჯაბალა: სამანქანი არს ჯაჭვი თვალ–მგრგვალი, სამფარეში და შიგნით ნიკარტოვანი, ლბილი და გარდაგრეხით ძნიად გასატეხელი; ზეიდალი არს მსგავსი სამანქნისა და თვითო ჯაჭვის–თვალი მრთელი და უფარეშო აქვს და თვითო ფარეშოსანი; ხოსროვანი არს მსგავსი ზეიდლისა და ქვეშეთი, პირი ღარად–ღაროვანი; ქირაფქა არს მობრტყე ჯაჭვის–თვალი ფარეშოსანი, რბილ–ბასრს საშუალი და უფრორე ბასრი, გარდაგრეხით ადვილად გასატეხი; ჯაბალა არს მსგავსი ქირაფქისა ჯაჭვისთვალ–მგრგვალი, რომელიმე ფარეშ–მგრგვალი, რომელიმე [ეკალთა მსგავსი]. ესე აბჯრებიცა სხვადასხვა რიგნი იქმნებიან, არამედ ამავე მყოფობისანი და სხვა რიგნიცა არიან [...]. აბჯართა სიკეთისა სისრულე ესე არს: რომლისაგანიცა თვითო გრძელი და განიერი იყოს და რაზმნი ჯაჭვის–თვალთანი სირავარდად დაწყობილ იყოს, ფარეშნი შვენიერნი და ძნელად გასაჴსნელნი იყოს, ნოტიობათა შინა გვიან დაგესლდეს, ყრილი არა აქვნდეს, კალთითგან უსხო და უსხოობით შენადევრები იყოს და მკერდთა და ბეჭთა და ლიათა უზრქე და მიყრილი იყოს. ქირაფქის თვალი ჴრმალსავებრ მზეველი იყოს და სამანქნისა საგრეხელ, რომელსაცა ნიკარტი ჰქონდეს გვარიანად და რომელსაცა ლარნი მოჴდომილად. რომელსაცა ერთი–ორი აკლდეს, სისრულეზე ნუ დაიწუნებ, – სრული გვიან იპოება D.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9