* - <
[ {
Ֆ
ჯ< ჯა ჯგ ჯდ ჯე ჯვ ჯი ჯლ ჯმ ჯო ჯრ ჯუ ჯღ
ჯობ ჯოგ ჯოლ ჯომ ჯონ ჯორ ჯოშ ჯოხ ჯოჯ

ჯოგი

(ოთხფ.) ჯოგიცა ესრეთ განიყოფებიან: ცხენის(ა) ჯოგს(ა) (ჯოგთა Ab) ეწოდების რემა; ჯოგსა ზროხისათა – მროწლე, რომელსა მსოფლიონი ნახირსა უწოდენ (უჴმობენ Ab); ჯოგსა ცხოვართასა – სამწყსო; ჯოგსა ცხოვართა და თხათასა – არვე; ჯოგსა ღორთასა – კოლტი; ჯოგსა ნადირთასა – ფარა; ჯოგსა მჴეცთასა – ხრო; ჯოგსა ფრინველთასა – გუნდი; გუნდივე ითქმის კაცთა ზედა. ანგელოზთა ზედაცა ZA.

(ოთხფ.) ჯოგნიცა ესრეთ განიყოფებიან, რამეთუ: ჯოგსა ზროხათასა ეწოდების მროწლე, რომელსა მსოფლიონი ნახირს უწოდენ; ჯოგსა ცხოვართასა – სამწყსო; ჯოგსა ცხოვართა და თხათასა – არვე; ჯოგსა ღორთასა – კოლტი; ჯოგთა ნადირთასა – ფარა; ჯოგთა მჴეცთასა – ხრო; ჯოგთა ცხენთასა – რემა; ჯოგთა ფრინველთასა – გუნდი; გუნდივე ითქმის კაცთა ზედაცა, ანგელოზთა და ეშმაკთა ზედა, ხოლო ჯოგი საკუთარ ცხენთა არს B. ჯოგიცა განიყოფებიან რვად: მროწლედ, სამწყსოდ, არვედ, კოლტად, ფარად, ხროდ, რემად და გუნდად: მროწლე არს ჯოგი ზროხათა, ვიეთნი ნახირად სახელ–სდებენ; სამწყსო არს ჯოგი ცხოვართა; არვე არს ჯოგი თხათა და ცხოვართა(ცა); კოლტი არს ჯოგი ღორთა; ფარა არს ჯოგი ირემთა, არჩვთა, ჯიჴვთა, არნთა, ქურციკთა (გარეთხათა CqD) და ეგევითართა; ხრო არს ჯოგი მჴეცთა; რემა არს ჯოგი უჴედთა ცხენთა; გუნდი არს ჯოგი (მ)ფრინველთა, კვალად გუნდი კაცთათვის(ცა) ითქმის; და ანგელოზთა და ეშმაკთათვისცა გუნდად იტყვიან; ხოლო მცირედთა ცხოვართა და თხათა ჭამბარსა უწოდენ და არა ჯოგსა (ჯოგთა CqD) CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9