* - <
[ {
Ֆ
ჰა ჰბ ჰგ ჰე ჰი ჰკ ჰლ ჰნ ჰო ჰპ ჰრ ჰს ჰუ ჰქ ჰყ ჰხ ჰჴ
ჰა ჰაე ჰავ ჰაზ ჰაი ჰამ ჰან ჰარ ჰას ჰატ ჰაჭ

ჰაერის–მცველი2

Arm. ოთაინქ ZAaBCab.
(ჰაერის–მცუჱლი Z, ჰაერის–მცუელი A) ესენი არიან ეშმაკნი. ოდეს გარდ(ა)მოითხივნეს, უბოროტესნი ჯოჯოხეთად შთაჴდენ და უდარესნი ჰაერთა შინა დაშთენ, რომელნი მუნცა იტანჯებიან. მათგან არს საოცრებათა ჩვენება, და ფეთება, ღამე კაცთა მრავალსახედ ჩვენება, სახლთა და ცხენთა დაუფლება, ქვათა სროლა, ნაკლულის ჭურის ა(ღ)ვსება და ეგევითარნი. მსოფლიონი ქაჯად და ჭიმკად სახელ–სდებენ; ხოლო მოჰმადიანნი (ჰ)ური, ფერი და ყილმან(ა)დ იტყვიან და ანგელოზად ესვენ ZA.

ესენი არიან ეშმაკნი. ოდეს გარმოითხინეს, უბოროტესნი ჯოჯოხეთად შთაცვიეს და უდარესნი ჰაერთა შინა დაშთნეს, რომელნი მუნცა იტანჯებიან. მათგან არს საოცრებათა ჩვენება და ფეთება, სახლთა და ცხენთა დაუფლება, ქვათა სროლა, ღამე კაცთა მრავალსახე ჩვენება, ნაკლების ჭურის ავსება და ეგევითარნი, რომელსა მსოფლიონი ქაჯად და ჭიმკად სახელ–სდებენ, ხოლო მოჰმადიანნი ჰური, ფერად და ყილმანად იტყვიან და ანგელოზად ესვენ B. ესენი არიან ეშმაკნი. ოდეს გარდმოითხინნეს, უბოროტესნი ჯოჯოხეთათ შთაცვივნეს და უდარესნი ჰაერთა შინა დაშთენ, რომელ მათგან არს საოცართა ჩვენება, ცხენთა და სახლთა დაუფლება, ღამე კაცთა მრავლითა სახითა ჩვენება, ქვათა სროლა და ეგევითარნი, რომელსა მსოფლიონი ქაჯად, ჭიმკად და ეგევითარად სახელ–სდებენ, ხოლო მოჰმადიანი ჰურით და ფერად იტყვიან Ca.

 
2Cb-ში მხოლოდ განსამარტი სიტყვაა წარმოდგენილი, დანარჩენი ფურცლები Cb-ს აკლია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9