* - <
[ {
Ֆ
ჴ< ჴა ჴბ ჴდ ჴე ჴვ ჴი ჴლ ჴმ ჴნ ჴო ჴრ ჴს ჴუ ჴშ ჴჳ
ჴრდ ჴრმ

ჴრმალი2

L. შაბლა B.
Turk. ყილიჯ ZAaBC.
Arm. თურ ZAaBC.
(ჴრმალი, ჴმალი BC) (1 მეფ. 17, 39) ესე ჴრმალიცა მრავალგვარნი არიან სხვადასხვა თემთა ქმნილთაებრ და რომელიც(ა) ჴრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი (+ და A) მკვეთელი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, – ამას ქართველნი (ჰ)ყვარობენ. ფრანგნიცა ესეთსა და სხვარიგთაცა ახალსა არა (ჰ)რიდებენ; არაბნი სხვარიგსა, სპარსნი სხვასა, თემითი–თემად, რომელიმე დრეკილსა, რომელიმე შვეტთა, სხვანი ბასრთა, სხვანი რბილთა; არამედ ბრძენნი და გამოცდილნი, ღვაწლისა მძლენი მჴედარნი საქებურად ამას დასდებენ, რომელი გვარიანიცა იყოს, ძველი და არა ღვლარჭნილი, არცა სადა მცირედი სიმრუდე ჰქონდეს, არც მაღალ–დაბლობა აჩნდეს ცახეთაცა ოდენ(ი), ლიბრი იყოს, და არა თეთრ, ზომიერ სიგრძით და სიბრტყითა, წინა კერძო მცირედ განხრილ(ი) და არა საშუალ, ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ, ადრე არ(ა) დამბლაგველ, უტალ–უნაფრცხენო, ყუა–ზრქელ, გნდე–სწორე, შაშარ–მოკლე. თუცა ესრე სრული ვერა ჰპოო, ერთისა და ორის კლებისათვის ნუ დაიწუნებთ, – სრული გვიან საპოვნარია ZA.

ესე ჴრმალნიცა მრავალგვარნი არიან სხვათა და სხვა თემთა ქმნილებათაებრ. რომელიც ჴრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი და მკვეთელი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, – ამას ქართველნი ჰყვარობენ. და ფრანგნი სხვარიგსა სიახლესა არა რიდებენ, უკეთუ შეიმუსრა, არარა ჰგლიან, ადრე შეიქმენ. არაბნი სხვასა და სპარსნი სხვასა და ყოველნი თემნი სხვადასხვა რიგსა დაწესების გამო: რომელიმე დრეკილთა, რომელიმე შვეტთა, რომელიმე ბასრთა, სხვანი რბილთა, თემთა და წესთა გამო. არამედ ბრძენთა და გამოცდილთა ღვაწლისა მძლეთა მჴედართაგან საქებურად დადებული ესე არს, რომელის გვარისაც იყოს, ძველი იყოს და არა ღვლარჭნილი, არცა სადა მცირედი სიმრუდე ჰქონდეს, არცა მაღალ–დაბლობა აჩნდეს სადმე ცახეთაცა ოდენი, ლიბრი იყოს და არა თეთრ, ზომიერი სიგრძით და სიბრტყითა, წინა კერძო მცირედ განხრილ და არა საშუალ, ძვალთა და რკინათა მკვეთად, თვით უვნებელ, არა ადრე დამბლაგველ, უტალ–უნაფრცხენო, ყუა–ზრქელ, გნდე–სწორე, შაშარ–მოკლე. თუმცა ესრედ სრული ვერ ჰპოო, ერთისა და ორის კლებისათვის ნუ დაიწუნებ, – სრული გვიან საპოვნარია B. ჴრმალიცა მრავალრიგი არს სხვათა და სხვათა თემთა მიერ ქმნილი ნებისაებრ მათისა. რომელი ჴრმალი ძველი და განხრილი, მზეველი და მკვეთელი და სრული არს, გლუვი გინა ფერდილი იყოს, გინა (+ თუ Caq) ღაროვანი, ძველად ქმნილი ფრანგთაგან (ფრანგთა მიერ Cq; ფრანგულთაგან Ca) გორდა ანუ კალდიმი, – ესრეთსა ქართველნი ჰყვარობენ; არიან სხვაცა ახალნი და მზეველნი, რომელიმე გლუვი, რომელიმე ფერდილნი და უფრო–რე წვლილი და გნდ(ნ)ოვანი ვითარცა ხიშტი, ესევითართა ფრანგნი ჰყვარობენ და არა ეზრუნვებიან შემუსრვასა ზედა, რამეთუ მალიად შეიქმონენ–ყე (შეიქმენ Cq), აგრევე სპარსნი სხვარიგთა და არაბნი სხვარიგთა ჰყვარობენ, ყოველნი თემნი ნებისაებრ მათისა. არამედ ჴრმლისა სიკეთე და გვარიანობა ესე არს: რომელ(ი) ძველი იყოს და არა ღვლარჭნილ, არცა სადა მცირე სიმრუდე ჰქონდეს, არცა მაღალ–(მ)დაბლობა სადამე აჩნდეს ცახეთა(ცა) ოდენი, ლიბრი იყოს და არა თეთრ, ზომიერ სიგრძობითა და სიბრტყით(ა), წინა კერძო მცირედ განხრილ(ი) და არა საშუალ, ძვალთა და რკინათა მკვეთ და თვით უვნებელ, არა ადრე დამბლაგველ, უტალდა უნაფრცხენო, ყუ(ვ)ა–ზრქელ, გნდე–სწორე, შაშარ–მოკლე. რაოდენრიგნი არიან ჴრმალნი, სახელ(ნ)იცა ეგრე მრავალ არიან, ქვეყანათა მიერ სახელ–სდებენ ანუ მოქმედთასა, თემნი და გულნი კაცთანი (კაცისანი Cq) რომელიმე ზემო წერილსა ჰყვარობენ, რომელიმე არა, სხვანი – შვეტსა (+ და Ca) სხვანი – დრეკილსა, სხვანი – ლბილსა, სხვანი – ბასრსა, (ბასრთა Cq) ნებისმიერ მათისა. არამედ ბრძენთა და გამოცდილთა ღვაწლისა მძლეთა მჴედართა ზემო წერილნი საქებ(ე)ლად დაუცთ, თუმცა მისებრი(ვ) სრული ვერ(ა) ჰპოოს ვინმე, ერთისა და ორისა კლებისათვის ნუ საწუნელ უჩნს, სრული ძნელია C.

 
2წყაროშია: "ხმალი".
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9