გა გე გვ
გად გამ გან გარ გაუ

განივი (კვეთური) ანალიზი

E. Cross-sectional analysis
Rus. Поперечный анализ
დემოგრაფიული პროცესების შესწავლის ხერხი, დაფუძნებული დემოგრაფიული მოვლენების მაჩვენებლების სიხშირის ინტერპრეტაციაზე. მიიღება რომელიმე დემოგრაფიული მდგომარეობისათვის, გარკვეული პერიოდისათვის (ჩვეულებრივ 1-2 წ.), როგორც ასეთი მოვლენების სიხშირეების თანმიმდევრობითი ნაკრები კოჰორტის (თაობის) სიცოცხლის მანძილზე. მოსახლეობაში, ნებისმიერი მომენტისათვის, არიან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან მოცემული მდგომარეობის ყოველი ინტერვალის ხანგრძლივობაში (მაგ... ყოველ ასაკობრივ ინტერვალში). მოცემული წლის განმავლობაში მათი ნაწილისათვის ადგილი აქვს რომელიმე დემოგრაფიულ შემთხვევას (მაგ., იბადებიან ბავშვები) დემოგრაფიული შემთხვევების მაჩვენებლების სიხშირეები ინტერვალების მიხედვით, გამოთვლილი ამ პერიოდისათვის, მოიცავენ მოცემული მდგომარეობის მთელ მნიშვნელობას (მაგ. შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები ქალებისათვის ფერტილური პერიოდის პირველიდან ბოლო წლამდე).

განივი ანალიზისას ასეთ სიხშირეთა რიგი მომდევნო მოცემული დემოგრაფიული მდგომარეობის მნიშვნელობისათვის (მაგ., მომდევნო ასაკისათვის) განიხილება როგორც დამახასიათებელი რომელიმე წარმომადგენელი ჰიპოთეზური თაობისათვის. ასეთი თაობის სიცოცხლის მანძილზე, განხილულ დემოგრაფიულ შემთხვევათა სიხშირე ისეთად არის მიჩნეული, როგორც მოცემულ პერიოდში.

განივი ანალიზი ფართოდ არის გავრცელებული დემოგრაფიაში. მოცემული კალენდარული პერიოდისათვის დამახასიათებელი გამოქვეყნებული დემოგრაფიული მაჩვენებლების უმრავლესობა (შობადობის, მოკვდაობის, ქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტები, მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო და ნეტო კოეფიციენტები და სხვა) ჩვეულებრივ ჰიპოთეზური თაობის მახასიათებლებია და არა რეალური თაობის. რა თქმა უნდა ისინი წარმოდგენას იძლევიან დემოგრაფიული პროცესების მდგომარეობაზე, მაგრამ ემთხვევიან რეალური თაობის შესაბამის მაჩვენებლებს მხოლოდ სტაბილურ მოსახლეობაში.

განივი ანალიზის მეთოდი ჩამოყალიბდა XIX ს. მეორე ნახევარში.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9