და დე დი
დედ დევ დეზ დეი დემ

დემოგრაფია მათემატიკური

E. Mathematical demography
Rus. Математическая демография
ფორმალური დემოგრაფია, წმინდა დემოგრაფია, დემოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის მოსახლეობის აღწარმოების რაოდენობრივ და თვისებრივ კანონზომიერებებს მათემატიკური მეთოდებით დემოგრაფიული მოდელების გამოყენების საფუძველზე.

დემოგრაფიულ გამოკვლევებში მათემატიკური დემოგრაფიის მეთოდები გამოიყენება: 1) მოსახლეობის სტატისტიკის მონაცემების საფუძველზე დემოგრაფიული პროცესებისა და ცალკეული დემოგრაფიული მაჩვენებლების მიღებისათვის, რომელთა შორის ბევრის სწორი შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი დემოგრაფიული მოდელების ფარგლებში; 2) დემოგრაფიული პროცესების კანონზომიერებათა შესწავლისას მის ცალკეულ კომპონენტებს შორის კავშირის არსებობის გამოვლენის, გაზომვისა და დასაბუთებისათვის; 3) დემოგრაფიული პროგნოზირებისას, რეტროსპექტული შეფასებებისა და სხვა გაანგარიშებისას, რომელიც ეხება მოსახლეობას; 4) მოსახლეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების ამოცანათა განსაზღვრისა და დაზუსტებისათვის.

თანამედროვე მათემატიკური დემოგრაფია იყენებს მათემატიკური ანალიზის, ალბათობის თეორიის, მათემატიკური სტატისტიკისა და მათემატიკის სხვა დარგების მეთოდებს.

მათემატიკურ დემოგრაფიასთან მიკუთვნება განისაზღვრება დემოგრაფიული მოდელის არსებობით.

მათემატიკური დემოგრაფიის განშტოებას წარმოადგენს პოტენციური დემოგრაფია.

მათემატიკური დემოგრაფიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ჯ. გრაუნტის (1662 წ.) ნაშრომთან. მათემატიკურ დემოგრაფიაში აღსანიშნავია დ. ბერნულის (1760 წ), ი. მიურეს (1764 წ.), ბ. გომპერცის (1825 წ.), ა. კეტლეს (1835 წ.), ვ. ლექსისის (1875 წ.), რ. ბეკის (1886 წ.), ა ლოტკას (1907-1925 წწ), ჰ. ლესლისა (1945 წ.) და სხვათა შრომები.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9