მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მოდ მოზ მოთ მოკ მომ მონ მორ მოს მოქ მოწ მოხ

მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპი

E. Modern type of reproduction
Rus. Современный тип воспроизводства населения
მოსახლეობის აღწარმოების ერთ-ერთი ტიპი,რომელიც თავდაპირველად წარმოიქმნა XVII ს. ბოლოს დასავლეთ ევროპის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში (საქართველოში – XIX საუკუნეში). ამ დროიდან მოყოლებული იწყება მოკვდაობის ფაქტორების შეზღუდვა. იზრდება მედიცინის როლი, თავი იჩინა ახალმა სანიტარულ-ჰიგიენურმა პირობებმა, რაც გამომდინარეობდა მრეწველობის განვითარებიდან და მასთან დაკავშირებული მეცნიერულ-ტექნიკური და კულტურული პროგრესიდან.

XIX ს. შუა პერიოდამდე მოკვდაობა ძირითადად გამოწვეული იყო ეგზოგენური ფაქტორებით (ტუბერკულოზი, პნევმონია, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები). XX ს. მოკვდაობა ძირითადად გამოწვეულია ენდოგენური ფაქტორებით (გულ-სისხლძარღვთა და სხვა).

თანამედროვე ტიპის დროს წინასთან (ტრადიციულთან) შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. უკვე XIX ს. შუა პერიოდისათვის განვითარებულ ქვეყნებში მან 40 წელს მიაღწია, ხოლო 1905 წლისათვის 45-55 წელს.

რაც შეეხება შობადობას, მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის დროს, წინამორბედისაგან განსხვავებით, ყურადღებას იქცევს რაოდენობრივი ცვლილებები. მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპისთვის წინასთან შედარებით შობადობის დაბალი დონეა დამახასიათებელი, თვისებრივი თვალსაზრისით მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპისთვის არსებითია ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება, რომელიც უცხოა წინა ტიპებისათვის. სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა შობადობის დონეებში რაოდენობრივი სხვაობა მოსახლეობის აღწარმოების ტრადიციული და თანამედროვე ტიპებს შორის.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9