შე შვ შთ ში შო შრ
შობ

შობადობა ბუნებრივი

E. Natural fertility
Rus. Естественная рождаемость
შობადობა, რომელიც არ იზღუდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებითა და ხელოვნური აბორტებით. ერთმანეთთან არ უნდა გავაიგივოთ შობადობა ბუნებრივი და ნაყოფიერება, ვინაიდან ნაყოფიერება ბოლომდე არ რეალიზდება ბუნებრივ შობადობაში.

ბუნებრივი შობადობის კონცეფცია გამოიყენება ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების ხარისხის გასაზომად, რომელიც განისაზღვრება ფარდობითი სხვაობით რეალურ შობადობასა და ბუნებრივ შობადობას შორის.

ბუნებრივი შობადობის განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდი ეფუძნება შემდეგ დაშვებას: თანამედროვე მოსახლეობის შობადობის ჰიპოთეზურ დონეს უტოლებენ რომელიმე მოსახლეობის რეალური შობადობის დონეს, რომელიც არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ხელოვნურ აბორტებს, რომელსაც დაქვეითებული არა აქვს ნაყოფიერება და რომელშიც გავრცელებული არ არის უქორწინობა და გვიანდელი ქორწინება. ამ პრინციპზეა აგებული კოულის ინდექსი, რომელიც ეფუძნება შობადობის ჰიპოთეზურ მაქსიმუმს და ბორისოვის ინდექსი, რომელიც ეფუძნება ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზურ მინიმუმს. კოულის შემთხვევაში ერთი ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა შეადგენს 12.44 15-49 წლის ინტერვალისათვის, ხოლო ბორისოვის შემთხვევაში – 7.95 20-49 წლის ინტერვალისათვის.

ტერმინი „შობადობა ბუნებრივი“ 1961 წელს შემოიღო ფრანგმა დემოგრაფმა ლ. ანრიმ

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9