E. A hepatitis virusRus. вирус А гепатитаL. A hepatitis virus ვირუსი (HAV - Hepatitis A virus) მიეკუთვნება პიკორნავირუსების ოჯახის ენტეროვირუსების გვარს. ვირუსი პირველად, 1979 წელს აღმოჩენილ იქნა ს. ფეინსტოუნის მიერ. აქვს ერთჯაჭვიანი რნმ. ისევე, როგორც სხვა ენტეროვირუსები, საკვებთან ერთად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის შემდეგაც იჭრება სისხლში. A ჰეპატიტის ვირუსის ძირითადი სამიზნეა ღვიძლის უჯრედები, რომელთა დაზიანებასთან ახლავს სიყვითლის განვითარება. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი, აგრეთვე ინფექციის უსიმპტომო ფორმებით შეპყრობილი პირები. გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია (საკვებით, წყლით, საყოფაცხოვრებო საგნებით, სათამაშოებით). ინფექციის გადატანის შემდეგ ყალიბდება ჰუმორული იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]