A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წინ წირ

წინასწარმეტყველი

Etym. გვიანლათ. propheta, მომდინარეობს ბერძნულიდან prophétes (სიტყვიდან pro „სახელით“ + phemí „საუბარი“) „სხვის ნაცვლად მოსაუბრე“
It. Profeta
ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველები ეწოდებათ ქარიზმულ პირებს, რომლებიც, ღმრთის მიერ განსაკუთრებული მოწოდების ძალით, მისი სიტყვის დესპანებად იქცევიან. მათ მომავლის წინასწარმეტყველებაც ძალუძთ, თუმცა უმთავრესად ისტორიაში ღმრთის თანასწრებას განმარტავენ. კერძოდ, მათი განსაკუთრებული ამოცანაა, მოუწოდონ ისრაელ ხალხს ღმერთთან მისი დამაკავშირებელი აღთქმის ერთგულებისაკენ. საკუთარ მისიას წინასწარმეტყველები არა მხოლოდ სიტყვის, არამედ ხილვათა და სიმბოლურ ქმედებათა მეშვეობითაც აღასრულებენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9