C D E I O P S T W

ბა ბგ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჯ
ბავ ბაზ ბაი ბან ბარ

ბაიტი

ინფორმაციის საზომი ერთეული, რომელიც ელექტრონული გამომთვლელი მანქანის მახსოვრობის მოცულობის ან სხვა მაჩვენებლისათვის გამოიყენება; ნაწილია მანქანური სიტყვისა, რომელიც 8 ბიტისაგან შედგება. სიმბოლური ინფორმაციის წარმოდგენისას თითოეულ ასოს, ციფრს, ნიშანს 1 ბ (ბაიტი) უკავია. 1 კბაიტი (კილობაიტი) უდრის 1024 ბაიტს (სიმარტივისათვის თვლიან 1000 ბაიტს), 1 მბაიტი (მეგაბაიტი) – 1024 კბაიტს (სიმარტივისათვის – 1 000 კბაიტს), 1 გბაიტი (გიგაბაიტი) – 1024 მბაიტს (სიმარტივისათვის – 1 000 მბაიტს).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9