სამეცნიერო მუშაობის საინფორმაციო ორგანოსათვის საწერ მანქანაზე ნაბეჭდი დედნის – ვიწროსპეციალური ხასიათის ნამუშევრის გადაცემა-დეპონირება. სპეციალისტებს, შესწავლის მიზნით, ეძლევათ ნამუშევრის პირი. დეპონირებას მიმართავენ მაშინ, როცა მიზანშეუწონელია ნამუშევრის გამრავლება ბეჭდვის ჩვეულებრივი წესებით, აგრეთვე – საინფორმაციო ფონდების შევსების მიზნით და (ან) ავტორობის, დაწერის ფაქტისა და თარიღის დამოწმებისათვის.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 :[ფ.ა.]