ჰორიზონტალური მოკლე ხაზის სახის გრაფიკული ნიშანი (–), რომელიც იხმარება სიტყვების შესაერთებლად, სიტყვის შემადგენელი ნაწილების გამოსაყოფად. გამოსახულებით დეფისი ემთხვევა სტრიქონიდან სტრიქონზე გადატანის ნიშანს. იმისათვის, რომ არ მოხდეს დეფისისაა და ტირეს აღრევა, დედნებსა და კორექტურებში დეფისს აღნიშნავენ ორი პატარა ხაზით (=). კომპიუტერულ ანაწყობში, ხშირად, უმართებულად, ტირეს ნაცვლად ხმარობენ.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]