C D E I O P S T W
«

და დე დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დივ დიზ დით დილ დიპ დის დიუ დიფ დიქ

დისკეტი

E. diskette – floppy disk
მცირე ზომის დრეკადი მაგნიტური დისკი, რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის შესანახად, ერთი კომპიუტერიდან მეორეზე გადასატანად. დისკი ფართოდ გამოიყენება საგამომცემლო საქქმიანობაში. დისკი შეიძლება ავტორმა საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე წარუდგინოს გამომცემლობას, თუ ამ უკანასკნელს აქვს შესაბამისი ელექტრონული სამაგიდო–საგამომცემო სისტემა. დისკი საშუალებას იძლევა აღარ გამეორდეს კლავიატურაზე აწყობის პროცესი, გამოირიცხოს ზოგი ოპერაცია (მაგალითად საწერ მანქანაზე ბეჭდვის შემდეგ – შედარება, აწყობის შემდეგ – კორექტურა). დისკი ავტორმა შეიძლება პოლიგრაფიულ საწარმოსაც წარუდგინოს, თუკი აწყობისას გათვალისწინებული იყო სტრიქონებად და გვერდებად დაყოფა (ზოგჯერ ამის გარეშეც).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9