C D E I O P S T W

და დე დი დო დრ დუ დღ
დუბ დუმ დუო

დუბლიკატი

საგამომცემლო-სატექსტო დედნის იმ ნაწილების ზუსტი პირი, რომელთა აწყობა ძირითად ტექსტთან ერთად, სხვადასხვა მიზეზების გამო, შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია. მანქანური აწყობისათვის (ლინოტიპებზე ან მონოტიპებზე აწყობისათვის) სხვადასხვა კეგელისა და გარნიტურის შრიფტების ასაწყობი სათაურების, შენიშვნების, სვეტედების და მისთანები დუბლირებას ახდენენ, ხელით წყობისათვის – ზოგიერთი ფორმულის, ცხრილის, სქემებისა და მისთანა დუბლირებას. დუბლიკატი საშუალებას იძლევა პარალელურად აიწყოს როგორც ძირითადი ტექსტი, ისე ზემოჩამოთვლილი ნაწილები, რითაც მცირდება გამოცემის საწარმოო ციკლი.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9