(პოლიგრაფიული) ძველი წიგნების ყდის ყუაზე რელიეფური (ამობურცული) განივი ზოლები. ბინტების ქვეშ თავსდებოდა კერვის პროცესში წიგნის ბლოკის ყუის ზემოთ წარმოქმნილი ძაფის ზოლები. ბინტები ყდის გაფორმების ელემენტსაც წარმოადგენდა. ბინტებს ყუაზე ხელის მცირე ზომის იარაღით – თ ე გ ი თ – აკეთებენ. თანამედროვე წიგნებში ზოგჯერ ბინტებს იმიტაციას კონგრევული ტვიფრით ახდენენ (ეგრეთ წოდებული ცრუ ბინტები).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]