კატალოგში, ბიბლიოგრაფიაში, საძიებელში, ლექსიკონსა და საცნობო ხასიათის სხვა გამოცემაში აღწერილობის საწყისთან, რუბრიკასთან სიტყვა–ერთეულთან გაკეთებული წერილობითი აღნიშვნა, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიაქცევს აღწერილობის იმ საწყისზე, რუბრიკასა და სიტყვა ერთეულზე, სადაც თავმოყრილია ის ცნობები, რომლებიც მკითხველს შეიძლება მითითების ადგილას ეგულებოდეს. აღინიშნება ასე: იხ. (=იხილე) ან ნ. (=ნახე).
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.