XV-XVI სს. ვენეციელი მესტამბეების ალდუს მანუციუსის, მისი შვილის პაოლოსა და შვილიშვილის ალდუს უმცროსის გამოცემები. უპირატესად ესაა ანტიკური ლიტერატურის კლასიკოსებისა და აღორძინების ხანის ჰუმანისტების ნაწარმოებები. ალდებისათვის დამახასიათებელია პატარა ფორმატი (ინ–ოქტავო), ტყავის მოვარაყებული ყდა, საგამომცემლო მარკა (დელფინი, რომელიც ღუზას ეხვევა და ზოგჯერ, დევიზი „Festina lente“ - იჩქარე ნელა ).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]