საბიბლიოთეკო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა თაროსთან მიუსვლელად გავიგოთ, არის თუ არა ადგილზე ესა თუ ის წიგნი. წარმოადგენს დაფას, რომელზეც განლაგებულია ხის პატარა მორაკები წიგნების დასახელებითა და შიფრით. ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნების შესაბამის მორაკებს უკეთდება სათანადო განმასხვავებელი პირობითი ნიშანი.
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.