ერთმანეთთან მონაცემთა გადაცემის ხაზებით შეერთებული ლოკალური და რეგიონალური კომპიუტერული ქსელების სიმრავლეთა გაერთიანება. მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება საზოგადოებრივი სატელეკომუნიკაციო არხებით. ინტერნეტის ერთ–ერთი სამსახურია მსოფლიო კომპიუტერული ქსელი, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციის ჰიპერმედიურ სისტემას და შეიცავს მულტიმედიურ ნაწილებს: ტექსტს, გრაფიკას, ანიმაციას, აუდიოს, ვიდეოს. იხილე აგრეთვე მსოფლიო კომპიუტერული ქსელი World Wide Web, ინტრანეტი, ექსტრანეტი, ელექტრონული ფოსტა.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]