კომპიუტერული სისტემების მეშვეობით გამოცემების ციფრული ფორმით მომზადება; ასეთ სისტემებში მთელ ინფორმაციას, დაწყებულს ამოსავალი მასალით და დამთავრებულ ორიგინალ–მაკეტით (ფოტოფორმები ან საბეჭდი ფორმები), ციფრული სახე აქვს. ინფორმაციის ციფრული დამუშავებისას გამოიყენება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა ტექსტის ამოცნობა, გამოსახულებების ციფრული დამუშავება, ტექსტის გრამატიკული და სტილისტური სისწორის შემოწმება, ციფრული გამოსატანი მოწყობილობები (მაგალითად ლაზერული პრინტერები, ფოტოსაამწყობო ავტომატები) და სხვა.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]