C D E I O P S T W

კა კბ კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კალ კამ კან კაპ კარ კატ კაშ

კალენდარი

საცნობარო გამოცემა, რომელიც შეიცავს წლის დღეებისა და რიცხვების თანმიმდევრულ ნუსხას. ხშირად კალენდარს დართული აქვს დამატებითი ცნობები ღირსშესანიშნავი თარიღების, დღესასწაულების შესახებ, აგრეთვე ასტრონომიული, სამეცნიერო, საყოფაცხოვრებო ხასიათის ინფორმაციები, საილუსტრაციო და ლიტერატურულ-მხატვრული მასალები. სახეობების მიხედვით კალენდარი შეიძლება იყოს: მ ა გ ი დ ი ს კალენდარი – წიგნი, რომელშიც დაწვრილებითაა გადმოცემული ცნობები ღირსშესანიშნავი თარიღების შესახებ, სხვადასხვა საცნობარო თუ საინფორმაციო მონაცემები; ა ს ა ხ ე ვ ი კალენდარი – ჩვეულებრივ, კედელზე დასაკიდი კალენდარი, რომელშიც ყოველი დღისათვის (კვირისათვის, თვისათვის) გამოყოფილია ასახევი ფურცლები; გ ა დ ა ს ა ფ უ რ ც ლ ი კალენდარი – სპეციალურ სადგარზე (მაგიდის გადასაფურცლი კალენდარი) დამაგრებული კალენდარი, რომელშიც ყოველი დღისათვის (კვირისათვის, თვისათვის) გამოყოფილია ცალკეული ფურცლები; ტ ა ბ ე ლ – კ ა ლ ე ნ დ ა რ ი – ცხრილის ან სვეტედის სახის კალენდარი (კედელზე გასაკრავი, ჯიბის და სხვა). საგაზეთო წარმოებაში კალენდარს უწოდებენ ერთ-ერთ საცნობარო-საინფორმაციო ელემენტს-გაზეთის ნომრის გამოსვლის თარიღს (კვირის დღე, თვის დასახელება, რიცხვი, წელი).
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9