მრავალტომიანი, სერიული ან გრძელდებადი გამოცემის შემადგენელი ცალკეული ტომის (ნაწილის, ნაკვეთის) თავფურცელი, რომელზეც მოცემულია ცნობები საკუთრივ ამ ტომის (ნაწილის, ნაკვეთის) შესახებ, განსხვავებით ზოგადი თავფურცლისაგან, რომელიც საერთოა ყველა ტომისათვის და შეიცავს ცნობებს მთელი გამოცემის შესახებ.
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.