ცნობები ტექსტის შესახებ, მოთავსებული ნაბეჭდი გვერდის ზედა არეზე. შეიძლება წარმოადგენს: ავტორის გვარს, მთლიანად წიგნის ან მისი ცალკეული ნაწილის (თავის, პარაგრაფის, შემადგენელი თხზულების) სათაურს, ლექსიკონებშ კი – მოცემულ გვერდზე განმარტებულ პირველ ან პირველსა და ბოლო სიტყვას (ზოგჯერ სიტყვათა საწყის ასოებს). ტექსტისაგან ხშირად გამოყოფილია კოლონსახაზით.
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.