კომპლექსი, რომელიც შედგება პერსონალური კომპიუტერების, სკანირების, გამომტანი და ფოტოგამომტანი მოწყობილებების, პროგრამული და ქსელური უზრუნველყოფისაგან. კომპიუტერული საგამომცემლო სისტემის დანიშნულებაა ტექსტის აწყობა და რედაქტირება, გამოსახულების შექმნა და დამუშავება, დაკაბადონება, ორიგინალმაკეტის, ფოტოფორმების, ფერთა სინჯებისა და მისთანების დამზადება, ანუ ბეჭვდამდელ პროცესებამდე გამოცემის მომზადება. იხილეთ ბეჭვდამდელი პროცესები; შეადარე საგამომცემლო ტექნიკა; სამაგიდო–საგამომცემლო სისტემა, პერსონალური კომპიუტერი.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]