კომუნიკაციის მასობრივი საშუალებები (პრესა, რადიომაუწყებლობა, ტელევიზია, კინო). თანამედროვე ბეჭდური და ელექტრონული საშუალებებით შესაძლებელია მიღებულ იქნეს, დამუშავდეს და მომხმარებელს დროულად და დიდი სისწრაფით მიეწოდოს მრავალფეროვანი ინფორმაცია საზოგადოებრივ–პოლიტიკური, სახალხო–სამეურნეო, კულტურულ–საგანმანათლებლო, ეკონომიკურ–საწარმოო საკითხების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და სხვათა შესახებ.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]