ციფრული ფორმით მომზადება ტექსტებისა და გამოსახულებებისა, რომლებიც ვარგისია ინფორმაციის ნაბეჭდი საშუალებებისათვის ნებისმიერ საბოლოო ინფორმაციაშემცველზე გამოსატანად. მედიამდელი მომზადების პროდუქტი (იდეა, ნაბეჭდი პროდუქციის საინფორმაციო შინაარსი, გრაფიკული გაფორმება, მონაცემთა მართვა) იმავდროულად ინფორმაციის ელექტრონულ საშუალებათა სფეროშიც პუბლიკაციების საფუძველს წარმოადგენს (მაგალითად გვერდები ინტერნეტში, CD-ROM -ის ფორმით, ვიდეოინფორმაციები). მედიამდელი მომზადება შეიძლება წინ უძღოდეს ბეჭდვამდელ პროცესებს.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6: [ფ.ა.]