კატალოგში, ბიბლიოგრაფიაში, საძიებელში, ლექსიკონსა და საცნობო ხასიათის სხვა გამოცემებში აღწერილობის საწყისთან, რუბრიკასთან ან სიტყვა–ერთეულთან გაკეთებული წერილობითი აღნიშვნა, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს აღწერილობის იმ საწყისზე, რუბრიკასა დასიტყვა–ერთეულზე, სადაც ამავე ან მსგავსი თემატიკის ცნობებია მოცემული. მითითება შეიძლება იყოს: ზოგადი, კერძო, ჯვარედინი.