C D E I O P S T W

მა მბ მგ მდ მე მთ მი მკ მო მრ მს მუ მფ მშ მც მწ მხ
მიზ მით მიკ მიმ მინ მის მიტ მიძ მიჯ

მიმოხილვა

მეორეული დოკუმენტი, რომელშიც შეკუმშული, სისტემური სახით (თანდართული დასკვნებითა და რეკომენდაციებით) გადმოცემულია პირველად დოკუმენტში განხილული პრობლემისა და მისი განვითარების ძირითადი ტენდენციების ამსახველი მასალები. მიმოხილვას, ჩვეულებრივ, აქვეყნებენ საინფორმაციო გამოცემის სახით. მიმოხილვის სახეებია: ა ნ ა ლ ი ზ უ რ ი მიმოხილვა, რომელიც შეიცავს პირველწყაროს ანალიზსა და შეფასებას, საკვლევ საკითხებზე არსებითი ხასიათის დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი უ ლ ი მიმოხილვა – ბიბლიოგრაფიული დამხმარე წიგნს, რომელშიც წარმოდგენილია ბეჭდური ნაწარმოების შესახებ დალაგებული თხრობა; რ ე ფ ე რ ა ტ უ ლ ი მიმოხილვა, რომელშიც დახასიათებულია პირველწყაროში განხილული პრობლემები, მათი კრიტიკული შეფასებისა და რეკომენდაციების გარეშე.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9