Rus. передовая, передовица, передовая статья გაზეთისა და ჟურნალის სარედაქციო სტატია, მიძღვნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური საკითხებისადმი. როგორც წესი, იბეჭდება პერიოდული გამოცემის თავში, სხვა მასალებზე წინ. ერთ ნომერში ზოგჯერ შეიძლება ერთზე მეტი მოწინავე იყოს. ასეთ შემთხვევაში მეორე მოწინავე უშუალოდ მოსდევს პირველს.
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.