ბიბლიოთეკური კლასიფიკაციის ცხრილებში გამოყენებული აღნიშვნები,რომლებიც აზუსტებენ კლასიფიკაციას, სხვადახვა მხრით ახასიათებენ ბეჭდვით ნაწარმოებს და უზრუნველყოფენ სისტემატური კატალოგის დეტალიზებას. მსაზღვრელები ორი სახისაა: ზოგადი, რომლებიც შეეხებიან კლასიფიკაციის ყველა განყოფილებას, და სპეციალური ანუ ანალიტიკური, რომლებიც მხოლოდ ერთი რომელიმე განყოფილებისათვისაა განკუთვნილი.
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.