C D E I O P S T W

მა მბ მგ მდ მე მთ მი მკ მო მრ მს მუ მფ მშ მც მწ მხ
მსა მსო

მსოფლიო კომპიუტერული ქსელი – მსოფლიო აბლაბუდა

E. World Wide Web (WWW)
ინტერნეტის სერვისული მომსახურება. მსოფლიო კომპიუტერული ქსელი აერთიანებს პროგრამა სერვისების დიდ რიცხვს. თითოეული სერვერი ინახავს განსაზღვრული თემის ინფორმაციას (ტექსტი, ფოტოგრაფიებისა და ნახატების ელექტრონული პირები, მუსიკალური ნაწარმოებები, ხმები, ყოველგვარი ხმაური და სხვა). ინფორმაცია მრავალფეროვანია, რადგან ასეთი მონაცემების მფლობელებს წარმოადგენენ როგორც სხვადასხვაგვარი ორგანიზაციები, ისე ცალკეული მომხმარებელი. ინტერნეტის ქსელის მომხმარებელი საკუთარი ელექტრონული გამომთვლელი მანქანის პროგრამის დახმარებით, თავისთვის საჭირო თემატიკის შესაბამისად, ირჩევს სერვერს და მიმართავს მას ქსელში მის მისამართზე.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9