მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ერთი ან რამდენიმე ავტორის სხვა ნაწარმოებების ნაწყვეტებისაგანაა შედგენილი. ზოგჯერ ნაწყვეტების ასეთი შეერთების მიზანია ახალი ნაწარმოების შექმნა. პასტიჩოსთან ახლო დგას თანამედროვე ლიტერატურული კომპოზიცია – ერთი ან რამდენიმე ავტორის ნაწარმოებთა მონტაჟი თემატური ნიშნის მიხედვით.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]