Rus. полиграфия, полиграфическое производство ტექნიკის დარგი, რომელიც აერთიანებს ბეჭდვით პროდუქციის (ჟურნალ – გაზეთების, წიგნების, რუკების, ნოტების, რეპროდუქციების, ეტიკეტების, ფულის ნიშნების და ა. შ.) წარმოების ყველა სახეს და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებს; საბეჭდი ფორმის მომზადებას, თვით ბეჭდვის პროცესს, დაბეჭდილი პროდუქციის სათანადო გაფორმებას, მისთვის საბოლოო სახის მიცემას (აკინძვა, შემოსვა, დაკაზმვა..).
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.