სიუჟეტურ–თემატური ან ორნამენტული გამოსახულების მქონე, წინასწარ დამზადებული საბეჭდი ფორმები (კლიშეები, გრავიურები), რომლებსაც წიგნებისა და ჟურნალების გასაფორმებლად იყენებენ (თავსართები, ბოლოსართები და მისთანები). უმთავრესად ხმარობენ XVIII-XIX საუკუნეებში. პოლიტიპაჟის ერთ–ერთ ნიმუშს ვინიეტი წარმოადგენს. პირობითად პოლიტიპაჟად შეიძლება ჩაითვალოს ის გრაფიკული ინფორმაცია, რომელიც, ინდექსირებული მონაცემთა ბაზის სახით, მუდმივად ინახება ლაზერულ (ოპტიკურ) კომპაქტ–დისკზე. ესაა პრაქტიკულად ნებისმიერი თემის შემცველი დიდი რაოდენობის გრაფიკული (მათ შორის დეკორატიული და ორნამენტული ნახატის მქონე) მასალა, რომელსაც სხვადასხვა სახის ნაბეჭდი პროდუქციის გასაფორმებლად იყენებენ.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]