ელექტრონული სამაგიდო–საგამომცემლო სისტემის აპარატი; ავტომატურად ამობეჭდავს კომპიუტერის მახსოვრობაში შეტანილ გამოსახულებებს სათანადო პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს სვეტების ან გვერდების სტამბურ ანაწყობთან შესაბამისობას. ამონაბეჭდს იყენებენ ან კორექტურისათვის, ან სარეპროდუქციო ორიგინალ–მაკეტისათვის. პრინტერი შეიძლება იყოს მატრიცული, ლაზერული, ჭავლური, სუბლიმაციური და სხვა.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]