C D E I O P S T W

პა პე პი პლ პო პრ პუ პწ
პრა პრე პრი პრო

პროტოკოლი

ფორმალური წესების და ტექნიკური მოთხოვნების ნაკრები, რომელიც განსაზღვრავს მონაცემების გადაცემის რიგითობას, განსაკუთრებით ქსელებს ან მოწყობილობებს შორის. მაგალითად: TCP/IP - გადაცემის მართვის პროტოკოლი/ქსელთაშორისი პროტოკოლი - პროტოკოლების ოჯახი, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ქსელიდან მეორეში ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას. WAP - არალიცენზირებული პროტოკოლი უსადენო კავშირისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მობილური ტელეფონის მომსახურება და განხორციელებული იქნას ინტერნეტ-გვერდების წაკითხვა მობილური ტერმინალიდან, რითაც შეიძლება ჩაითვალოს ჰიპერტექსტების გადაცემის სატრანსპოტრო პროტოკოლის მოძრავ ექვივალენტად. წესების ერთობლიობა, რომელსაც იცავენ კომპიუტერები და პროგრამები ინფორმაციის გაცვლისას. არსებობს მთელი რიგი პროტოკოლებისა, რომლებიც მართავენ კავშირგაბმულობისა და მონაცემების გადაცემის მთელ ასპექტებს - აპარატურიდან დაწყებული გამოყენებით დონეზე დამთავრებული, მაგრამ ყველა პროტოკოლი მსგავსია იმაში, რომ ქმნიან წესებს, რომლის მეშვეობითაც კავშირს ხდიან შესაძლებელს.
Source: http://www.gncc.ge
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9