ღრმა ბეჭდვის გრავიურა, გადაბეჭდილი საბეჭდი ფორმიდან, რომლის მოსამზადებლად ლითონის დაფაზე გასამრავლებელი გამოსახულება გადაიტანება სხვადასხვა სიღრმის წერტილების სახით, რომელთა ამოტვიფრვა წარმოებს ფოლადის ნემსების საშუალებით. წერტილთა მეტ – ნაკლები სიღრმე განსაზღვრავს ტონების მონაცვლეობას ანაბეჭდში.
Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.