C D E I O P S T W

სა სე სვ სი სკ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საავტორო უფლება

  1. Rus. Авторское право
    უფლებები, რომლებიც ავტორს უზრუნველყოფენ გარეშე პირის მიერ მისი ნაწარმოების მითვისების ან უფასოდ დაბეჭდვისაგან. სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს იმ ურთიერთობებს, ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების პროცესში რომ იქმნება ავტორსა და ცალკეულ პირებს ან ორგანიზაციებს შორის.
  2. ნაწარმოების გამოქვეყნების, გავრცელებისა და საჯარო შესრულების, სხვა ენებზე თარგმნისა და სხვა ნაწარმოებად გარდაქმნის, გამოყენებისათვის გასამრჯელოს მიღების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის სუბიექტური უფლება, რომელიც ავტორს კანონის ძალით ეძლევა. საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში (გარდა ზოგიერთი სახის ნაწარმოების საავტორო უფლებისა), ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ გადადის მემკვიდრეობით – კანონით დადგენილი ვადით. საავტორო უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“.
    Source: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9