საფირმო ნიშანი, გამომცემლის ან გამომცემლობის ემბლემა, რომელიც ხშირად სიმბოლურად გამოსახავს გამომცემლობის სპეციფიკას ან გამოხატავს გამომცემლის გვარს, ინიციალებს; საგამომცემლო მარკას ათავსებენ გამოცემის ავანტიტულზე, სატიტულო ფურცელზე, გარეკანზე, ყდაზე, სუპერგარეკანზე. იგივეა, რაც
გამომცემლობის ნიშანი.