აწყობის, დაკაბადონებისა და ილუსტრაციების დამუშავების ელექტრონული სისტემა; ელექტრონული სამაგიდო მოწყობილობების კომპლექტი, რომელიც მარტივი ვარიანტით შედგება აწყობის, ორთოგრაფიის, კორექტურის და სხვა პროგრამებით აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერისაგან, მატრიცული ან ლაზერული პრინტერებისაგან, სკანერისაგან. სამაგიდო–საგამომცემლო სისტემას შესაძლებლობას იძლევა კლავიატურული პროცესით მომზადდეს ორიგინალ–მაკეტი კვლავწარმოებისათვის (ყველა სარედაქციო და სხვა სახის ცვლილებები კლავიაატურის მეშვეობით სრულდება პერსონალური კომპიუტერის ეკრანზე), გამრავალფერდეს შრიფტული გაფორმება, შეიქმნას საკუთარი შრიფტი. სამაგიდო–საგამომცემლო სისტემას აწყობისა და კვლავწარმოების სტადიაში ამცირებს სარედაქციო პროცესს, გამორიცხავს კორექტურის ბრუნვას. შეადარეთ კომპიუტერული საგამომცემლო სისტემები; საგამომცემლო ტექნიკა.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]