საფოსტო და საგერბო მოსაკრებლის წინასწარ გადახდის დამადასტურებელი ნიშანი. ჩვეულებრივ, წარმოადგენს პარატა ოთხკუთხა ქაღალდს, რომელზეც დაბეჭდილია რაიმე გამოსახულება და აღნიშნულია ფასი. გარდა დროის დიდი მონაკვეთისათვის მიმოქცევაში გასაშვები სტანდარტული საფოსტო მარკებისა, უშვებენ ეგრეთ წოდებულ კომემორატულ (საიუბილეო და სამახსოვრო) საფოსტო მარკებს, აგრეთვე მარკებს, რომლებიც პოლიგრაფიული ხერხებით იბეჭდება საფოსტო ღია ბარათებზე, მარკირებულ კონვერტებზე და სხვა. საფოსტო მარკები, საფოსტო ღია ბარათები, მარკირებული კონვერტები და სხვა ფილატერისტური მასალები გრაფიკული ხელოვნების სახეებს წარმოადგენენ.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]