(საამკინძაო საქმეში) რულონური მასალა, რომელიც შედგება: საფუძვლისა (კალკი ან ფირი) და ცვილის, ლითონის (ბრინჯაო, ალუმინი) ან საღებავის ფენისაგან. ფოლგა გამოიყენება ნატვიფრის ან საღებავიანი ანაბეჭდის მისაღებად. ფოლგის სახეებია: საღებავის (ფერადი, შავი ან თეთრი პიგმენტის საღებავის ფენით); მეტალიზებული (ბრინჯაოს ან ალუმინის წვრილდისპერსიანი ფხვნილით); მეტალიზებული, ე.წ. „საიუბილეო“ (ყვითელი, ნარინჯისფერი ან სხვა ფერის შუქმედები საღებრით შეფერილი); ჰოლოგრაფიული ფოლგით ტვიფვრისათვის იყენებენ ფოლგას, რომელზეც გამოსახულება წინასწარ გადააქვთ. იხ. ყდის საბეჭდი მასალები.