C D E I O P S T W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრო

ფრონტისპისი

გამოცემის მხატვრ. გაფორმების ელემენტი – ილუსტრაცია, რომელსაც ტიტულის მომიჯნავე, მარცხენა გვერდზე ათავსებენ. ფრონტისპისი ასახავს მთელი წიგნის ხასიათს ან წარმოადგენს ნაწარმოების რომელიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდის ილუსტრაციას. ფრონტისპისის სახით შეიძლება წარმოდგენილი იყოს ავტორის ან იმ პიროვნების პორტრეტი, რომლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება წიგნი. ფრონტისპისი შეიძლება დაიბეჭდოს ცალკე, სხვა ქაღალდზე და შემდეგ მიეწებოს წიგნის პირველ რვეულს სათანადო ადგილას.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9