პირობითი, გამოგონილი გვარი, სახელი ან ხელმოწერა, რომლითაც ესა თუ ის პირი (მწერალი, მსახიობი, ჟურნალისტი და ა.შ.) თავის ნამდვილ სახელს ცვლის. არსებობს 50-ზე მეტი სახის ფსევდონიმი. მათ შორის შეიძლება გამოიყოს: ალონიმი, ანაგრამა, ანანიმი, ასტრონიმი, კრიპტონიმი, ასტერისკი და სხვ.
გამომცემლობას უფლება არა აქვს გახსნას ფსევდონიმი – გამოაქვეყნოს ავტორის თანხმობის გარეშე მისი გვარი, სახელი. ავტორის თანხმობით შეიძლება მისი სახელი და გვარი ფსევდონიმის შემდეგ ჩაისვას ფრჩხილებში.
Source: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]